ანონსები
საქართველოს უნივერისტეტის დასაქმების ხელშეწყობის სამსახური განაგრძობს ტრენინგების სერიას - „5 ნაბიჯი დასაქმებისკენ“.
25 მარტს, III ნაბიჯის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგი: „როგორ მოვამზადოთ ეფექტური სამოტივაციო წერილი“.
ტრენინგს ჩაატარებს საქართველოს უნივერსიტეტის HR - ი მარიამ ჯანჯარიადა დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის უფროსი - თამარ კანდელაკი.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
ü როგორ შევადგინოთ ეფექტური სამოტივაციო წერილი;
ü სამოტივაციო წერილის დაგეგმის მეთოდები;
ü ეფექტური სამოტივაციო წერილის სტრუქტურა.
მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატს.
ტრენინგი ღიაა მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ტრეინგზე დასასწრებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:
თარიღი: 25.03.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 17:00 სთ